- ენის სიკვდილის პარადიგმა
- გარკვეულად ფარავს ენობრივი ჩანაცვლების პარადიგმას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლის ობიექტია ის ენები, რომლებიც მხოლოდ ერთ მცირე რეგიონში არსებობს (მგალითად, უელსური, ბრეტონული, ამერიკის ინდიელთა ენები და ა. შ.) ენობრივი ჩანაცვლებისაგან განსხვავებით ენის სიკვდილის პარადიგმა განიხილავს ენის გრამატიკის ცვლილებას მისი სიცოცხლის ბოლო სტადიაში.Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.